საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა. წრის სახელწოდება: „ჩვენი ენა ქართული“ სკოლა: სსიპ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა. კლასი : დაწყებითი საფეხური სასწავლო წელი: 2019-2020. I- ლი სემესტრი (2 ოქტომბერი-25 დეკემბერი) წრის ხელმძღვანელი: ნონა თოფურია. წრის მიზანი: · მოსწავლის ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად. საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის, რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში. · მოსწავლეებში დავნერგოთ ცოცხალი სიტყვის მაღალი კულტურა. გამოვავლინო და გავაღრმავო მხატვრული კითხვის ბუნებრივი მონაცემები. გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი გამოუმუშავო შემეცნებითი და ანალიტიკური უნარები. წრის დახასიათება: წრე წარმოადგენს იდეურ აღმზრდელობით და საგანმანათლებლო მუშაობის ერთიან პროცესის განუყოფელ ნაწილს. აქ საფუძველი ეყრება სათანადო მიდრეკილების გამოვლე...