სსიპ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში განხორციელდა სოციალური პროექტი ,,უსაფრთხო ყოფაცხოვრება“.
პროექტი ჩატარდა მე-3 კლასში. პროექტს ხელმძღვანელობდა ნონა თოფურია.
მოსწავლეებში გამოიკვეთა ინტერესი საყოფაცხოვრებო
ქიმიური ნივთიერებების და ბუნებაში არსებული შხამიანი მცენარეების არსებობის შესახებ,
თუ რა დაზიანებები და შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ნივთიერებებმა და მცენარეებმა
ადამიანზე, როგორ შეიძლება მოვახდინოთ პრევენცია
და პირველადი დახმარება.
თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია საყოფაცხოვრებო
ქიმიური საშუალებების გარეშე, ასევე ბუნებაში არსებობს შხამიანი მცენარეები, რომელთა
არასწორმა გამოყენებამ და შეხებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ,მოწამვლა ,ტოქსიკური
შეგრძნებები.
პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეების
ცოდნა ამაღლდება საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების თვისებების და მათ მიერ მიყენებული
ზიანის შესახებ. ასევე ბუნებაში განარჩევენ და ამოიცნობენ შხამიან მცენარეებს, რომლებსაც
შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას, დაიცავენ უსაფრთხოების წესებს.
Comments
Post a Comment