სსიპ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუხურჩის საჯარო სკოლის მე-3 კლასში ფუნქციონირებს საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და
ლიტერატურაში. წრის სახელწოდებაა: „ჩვენი ენა ქართული“. წრის ხელმძღვანელია ნონა თოფურია.
საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს, ცოდნის
გაღრმავებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის მიხედვით, რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ
მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
2019 2.10 ჩატარდა პირველი საწრეო
მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ არსებითი სახელის
რაობას, ტექსტიდან ამოიწერეს არსებითი სახელები და დაუსვეს კითხვები.
ჩატარდა მე-2 საწრეო მუშაობა „სასვენი ნიშნები“. გაიხსენეს
ბავშვებმა სასვენი ნიშნები და მათი გამოყენების წესები. დაწერეს კარნახით ტექსტი.
ჩატარდა მე-3 საწრეო
მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე: ,,მხატვრული კითხვა“. ბავშვებმა ივარჯიშეს
ინტონაციითა და გამომეტყველებით კითხვაში. შეხვედრა ძალიან
საინტერესო გამოვიდა.
მე-4 საწრეო მუშაობა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში .ჩვენი შეხვედრის თემა იყო:,,როგორ დავწეროთ წერილი“. ჩვენ ვისაუბრეთ წერილის დაწერის წესებზე და მათი ცოდნის აუცილებლობაზე. ბავშვებმა მისწერეს
წერილი :მეგობრებს ,ნათესავებს და ახლობლებს .შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია.
Comments
Post a Comment