Skip to main content

საწრეო მუშაობის გეგმა-განრიგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.


საწრეო მუშაობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.



საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.

წრის სახელწოდება: „ჩვენი ენა ქართული“

სკოლა: სსიპ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა.

კლასი: დაწყებითი საფეხური

სასწავლო წელი: 2019-2020. I-ლი სემესტრი (2 ოქტომბერი-25 დეკემბერი) წრის ხელმძღვანელი: ნონა თოფურია.

წრის მიზანი:

·         მოსწავლის ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად. საწრეო მუშაობა საჭიროა მოსწავლეთათვის, რათა მეტი ცოდნა დაუგროვდეთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

·         მოსწავლეებში დავნერგოთ ცოცხალი სიტყვის მაღალი კულტურა. გამოვავლინო და გავაღრმავო მხატვრული კითხვის ბუნებრივი მონაცემები. გავუმდიდროთ ლექსიკური მარაგი გამოუმუშავო შემეცნებითი და ანალიტიკური უნარები.

წრის დახასიათება:

წრე წარმოადგენს იდეურ აღმზრდელობით და საგანმანათლებლო მუშაობის ერთიან პროცესის განუყოფელ ნაწილს. აქ საფუძველი ეყრება სათანადო მიდრეკილების გამოვლენას. შინაგანი შემოქმედებითი ძალებისა და ნიჭის გამოვლენას, ცოდნა ჩვევების გაღრმავებას. ძირითადი ენობრივი-გრამატიკული საშუალებების სათანადო გამოყენებას. ისინი შეასრულებენ საინტერესო და მრავალფეროვან სავარჯიშოებს რაც ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებას.

წრის პროგრამა:

თარიღი
თემის დასახელება
მიზანი აქტივობა
რესურსი
დრო
1
2.10.
არსებითი სახელი.
გაეცნობიან მოსწავლეები არსებით სახელს. ტექსტიდან ამოიწერენ არსებით სახელებს
დაფა. წიგნი. ცარცი.
45 წუთი
2
9.10
სასვენი ნიშნები.
ისწავლიან ბავშვები სასვენი ნიშნების გამოყენების მნიშვნელობას. კარნახით დააწერინებს მასწავლებელი ტექსტს და სასვენ ნიშნებს დასვამენ სათანადო ადგილას.
კალამი და რვეული
45 წუთი
3
16.10.
მხატვრული კითხვა
ისწავლონ ბავშვებმა ინტონაციით და გამომეტყველებით კითხვა. ივარჯიშებენ ბავშვები სარკის წინ ლექსის წაკითხვას.
სარკე
45 წუთი
4
23.10
წერილის დაწერა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ წერის კულტურა, მიმართვის ფორმა. ბავშვები დაწერენ წერილს და გაუგზავნიან ადრესატს.
კონვერტი. კალამი. თაბახის ფურცელი.
45 წუთი
5
30.10
სინონიმები-ანტონიმები
მოსწავლეები შეძლებენ სინონიმებისა და ანტონიმების ერთმანეთისაგან გარჩევას. მოიფიქრებენ სინონიმებს და ანტონიმებს.
რვეული. კალამი.
45 წუთი
6
6.11
განცხადების დაწერა.
მოსწავლეებმა ისწავლონ განცხადების წერის სტილი. მიმართვის ფორმა და მოთხოვნის ჩამოყალიბება. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად დაწერენ და განიხილავენ რამდენიმე განცხადების ფორმას
დაფა. ცარცი.
45 წუთი
7
13.11
უცნობი ტექსტის გაგება გააზრება
მოსწავლეები შეძლებენ უცხო ტექსტის გაგება-გააზრებას. ჩამოაყალიბებენ ტექსტის მთავარ სათქმელს, დედააზრს. ტექსტს წაიკითხავენ ინდივიდუალურად და გაცემენ კითხვებზე პასუხს.
წიგნი
45 წუთი
8
20.11
სიტყვის დამარცვლა. სტრიქონიდან სტრიქონზე გადატანის წესი.
მოსწავლეები შეძლებენ სიტყვის დამარცვლას და გადატანას. გაიხსენებენ, რა არის მარცვალი, რამდენ მარცვლიანი შეიძლება იყოს წინადადება. შეასრულებენ დავალებებს.
დაფა. ცარცი. რვეული. კალამი.
45 წუთი
9
27.11
ჩემი საყვარელი ლექსის მხატვრული კითხვა
მოსწავლემ შეძლოს ლექსის მხატვრულად კითხვა. ემოციისა და განცდის გადმოცემა.
წიგნი.
45 წუთი
10
4.12
სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია
ბავშვები გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიულ ცნობებს. მოსწავლეები ასოციაციურ რუკას შექმნიან მწერლის მოღვაწეობის შესახებ.
დაფა. ცარცი.
45 წუთი
11
11.12
იგავ-არაკები
მოსწავლეები შეძლებენ იგავ-არაკის განმარტებას. ასოციაციურ რუკის შედგენით შეძლებენ იგავ-არაკის დახასიათებას.
დაფა. ცარცი.
45 წუთი
12
18.12
ზღაპარი
მოსწავლეები შეძლებენ ზღაპრის განმარტებას და ისაუბრებენ ზღაპრის მნიშვნელობაზე. მოეწყობა ზღაპრის ეკრანიზაცია საკლასო ოთახში. ნაჩვენები იქნება „წითელქუდა“
კომპიუტერი
45 წუთი
13
25.12
ტესტირება
მოსწავლეებმა შეძლონ საწრეო მუშაობის დროს მიღებული ცოდნის განმტკიცება. ტესტს ადგენს მასწავლებელი შესწავლილი მასალებიდან.
კალამი. თაბახის ფურცელი.
45 წუთი


Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტის,,არა ბულინგს"- სურათები და მოკლე დახასიათება.

       სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში   განხორციელდა სოციალური პროექტი ,,არა ბულინგს“. პროექტი ჩატარდა 14.10.2019 დან 28.10.2019-მდე მე-3 კლასში. პროექტს   ხელმძღვანელობდა   ნონა თოფურია.         უძველესი დროიდან დღემდე მთელ მსოფლიოში და   საქართველოშიც ბულინგი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ბულინგის ფორმები,როგორც სკოლის მოსწავლეებთან და თინეიჯერებთან, ასევე მოზრდილ ადამიანებშიც გვხვდება.მისი მსხვერპლი კი ძირითადად, ბეჯითი   მოსწავლე ან ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები.ჩვენს გარშემო ხშირია ბულინგი,რომელიც ითხოვს ყურადღებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის აღმოსაფხვრელად.

სოციალური პროექტი:,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია".

სოციალური   პროექტი სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა პედაგოგი:     ნონა თოფურია პროექტის   სათაური ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“. პროექტში   მონაწილეები     მასწავლებელი,   მოსწავლეები,   მშობლები,   მოწვეული   უბნის   ექიმი. კლასი   10 რესურსი     ფოტოები,   ფორმატის   ქაღალდები,   მარკერები,   ფოტომასალები,   კომპიუტერი. დრო    2   კვირა. პროექტის   აქტუალო ბა     გამოცდილებამ   მიჩვენა,   რომ   მოსწავლეთა   უმეტესობას   არა   აქვს     ცოდნა,   თუ   რა დიდ   გავლენას   ახდენს   საკვები   ადამიანის   ჯანმრთელობაზე.   ჯანმრთელ   კვებას   შეუძლია   შეამციროს   ...

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში მე -8,მე-9 შეხვედრა.

            მე-8 საწრეო მუშაობის თემაა: ,,ორგანიზმების განვითარება". ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა ორგანიზმების განვითარების შესახებ, გაეცვნენ  ილუსტრაციის დახმარებით პეპლის  ზრდა -განვითარებას მე-9 საწრეო მუშაობის თემა: ,,საარსებო გარემო" ბავშვებმა ჩამოთვალეს საარსებო გარემო, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამ საარსებო გარემოში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები დაახასიათეს.