საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში.
საგანი: ბუნებისმეტყველება.
სკოლა: სსიპ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის
საჯარო სკოლა.
კლასი: III
წრის სახელწოდება „მე მიყვარს ბუნება“.
სასწავლო წელი: 2019-2020. I-ლი სემესტრი (4 ოქტომბერი-20 დეკემბერი) წრის ხელმძღვანელი:
ნონა თოფურია.
წრის მიზანი:
·
მოსწავლეებში
ბუნებისადმი ინტერესის გაღვივება.
·
დაკვირვების
კვლევის, კლასიფიცირების, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
წრის მოკლე დახასიათება:
მე-3 კლასის მოსწავლეები იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული
ცოდნის გაღრმავება-გამტკიცებაზე. წრის მუშაობა წარიმართება მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით,
გამოყენებული იქნება კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები. საკუთარი დაკვირვების
შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს,
რაც კიდევ სახალისოსა და საინტერესოს გახდის ბუნებისმეტყველების მეცადინეობას, ასევე
დაეხმარება მოსწავლეებს შემეცნებითი უნარების დაუფლებაში.
წრის პროგრამა:
თარიღი
|
თემის დასახელება
|
მიზანი. აქტივობა
|
რესურსი
|
დრო
|
4.10
|
დედამიწა
|
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას დედამიწის შესახებ, გაეცნობიან დედამიწის
მოდელს გლობუსს და დედამიწის წარმოშობის ისტორიას. დახატავენ თაბახის ფურცელზე დედამიწის
მოდელს.
|
გლობუსი. თაბახის ფურცლები და ფანქრები.
|
45 წუთი.
|
11.10
|
მზე და მთვარე
|
მზისა და მთვარის ნიშან-თვისებების განსხვავება ერთმანეთისაგან მთვარის
და მზის შესახებ წარმოდგენების განვითარება. შექმნიან მზის და მთვარის მოდელს.
|
დაფა ცარცი სახატავი ფანქრები და თაბახის ფურცელი.
|
45 წუთი
|
18.10
|
მზის სისტემა
|
შეისწავლიან მზის სისტემის ელემენტებს. დაადგენენ რომელი პლანეტები მოძრაობენ
მზისგან პირველ, მესამე და მეშვიდე ორბიტაზე. შექმნიან პლაკატს მზის სისტემის.
|
კომპიუტერი. ფლიფჩართი. ფანქარი.
|
45 წუთი.
|
25.10
|
სითბო
|
გაეცნობიან ბავშვები სითბოს წარმოქმნის ბუნებრივ და ხელოვნურ მიზეზებს.
გაზომავენ ჰაერის, წყალის და სხეულის ტემპერატურას.
|
თერმომეტრი.
|
45 წუთი
|
01.11
|
ბუნებრივი და ხელოვნური.
|
ბავშვებმა განასხვავონ ერთმანეთისგან ბუნებრივი და ხელოვნური. გამოფენა
მოეწყობა ბუნებრივი და ხელოვნური საგნების. ბავშვები დაახარისხებენ თავიანთი წარმოშობის
მიხედვით.
|
დაფა. ცარცი. ყვავილი. ქვა. თიხა. თიხის ჭურჭელი.
|
45 წუთი
|
8. 11
|
ცოცხალი და არაცოცხალი
|
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. ვიდეორგოლის
ჩვენება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე.
|
კომპიუტერი. პროექტორი
|
45 წუთი.
|
15.
11.
|
საარსებო გარემო
|
გაიგონ ბავშვებმა სარსებო გარემოს სასიცოცხლო მნიშვნელობა. შექმნან ნახატები
სარსებო გარემოზე.
|
სახატავი ფანქრები თაბახის ფურცლები.
|
45 წუთი
|
22.11
|
ხილი და ბოსტნეული
|
მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა და მათ
შორის განსხვავების დადგენა. გავაცნოთ ბავშვებს ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინების
სასარგებლო თვისებები
|
ხილით და ბოსტნეულით სავსე კალათა
|
45 წუთი
|
29.
11
|
სასმელი
|
წყლის მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმისთვის. გაზიანი და ალკოჰოლური სასმელების
უარყოფითი ზეგავლენა ჯამრთელობაზე. სლაიდშოუთ ვაჩვენებთ ბავშვებს სხვადასხვა მინერალურ
და ალკოჰოლურ გაზიან სასმელებს.
|
კომპიუტერი
|
45 წუთი
|
3.12
|
გარემოზე ზრუნვა
|
ადრეულ ასკიდან ჩამოუყალიბდეს ბავშვებს გარემოზე ზრუნვა და ბუნების სიყვარული.
ბავშვები დაასუფთავებენ ეზოსა და თავიანთი საქმით დაამტკიცებენ რომ მართლაც ზრუნავენ
ბუნებაზე.
|
ნაგვის პარკი რეზინის ხელთათმანი
|
45 წუთი
|
6.12
|
ჯანმრთელობა და ჰიგიენა
|
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს უნარ-ჩვევები ჰიგიენის შესახებ, რადგან იყვნენ
ჯანმრთელები. დაფაზე ჩამოვწეროთ ჰიგიენის წესები, საკვების შენახვის წესები.
|
დაფა ცარცი
|
45 წუთი
|
13.12
|
ორგანიზმების განვითარება
|
მოსწავლეებმა გაიგონ ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის შესახებ. განიხილავენ
და აღწერენ პეპლის სასიცოცხლო ციკლს.
|
დაფა ცარცი
|
45 წუთი
|
20.12
|
ბუნების სადარაჯოზე
|
ბუნების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. დავიცვათ და გავუფრთხილდეთ
ბუნებას. მოსწავლეები დარგავენ ნერგებს სკოლის ეზოში.
|
ნერგები
|
45 წუთი
|
Comments
Post a Comment