სოციალური პროექტი.
სსიპ. ქ. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის
საჯარო სკოლა პედაგოგი: ნონა თოფურია
1. პროექტის სახელწოდება: “წიგნი სიყვარულია“.
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აუმჯობესებენ
კითხვის ტექნიკას, ეცნობიან ლიტერატურას არკვევენ საზოგადოების დამოკიდებულებას წიგნის
მიმართ, აწყობენ აქციას მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.
3.პროექტის აქტუალობა: სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა
პროექტში, მშობლებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები: ჩემს კლასში გამოიკვეთა მოსწავლე
რომელსაც უჭირს სიტყვის სწორი დეკოდირება, აქვს კითხვის დაბალი ტემპი, უჭირს შეგნებული
კითხვა არ აქვს კითხვის მოტივაცია. -მიზნად დავისახეთ პროექტის მონაწილეები შექმნიან
საკლასო ბიბლიოთეკას, საიდანაც სისტემატურად მოხდება წიგნების გატანა და კითხვა შედგება
სამუშაო წყვილები ჯგუფები ჩაატარებენ კვლევებს თანატოლებსა და უფროს თაობას შორის წიგნის
კითხვისადმი მათი დამოკიდებულების გარკვევის მიზნით მოაწყობენ აქციას შეიყვარეთ წიგნი.
გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან პროექტის ამსახველ სტენდს.
5. მოსწავლეთა ასაკი 3 კლასი.
6.ვადები-ხანგძლივობა:2კვირა.(1.11 -
13-11 2019)
7.პროექტის მსვლელობა-შესაძლო აქტივობები.
Ø
მოსწავლეების მონაწილეობა საკლასო გარემოს მოწყობასა და რესურსების
მოძიებაში. (1.11.2019)
Ø
დისკუსიები
პრეზენტაციები. (4.11.2019)
Ø
კონკურსის
სწრაფად კითხვაში, პრობლემის ნათლად დანახვაში. (5.11.2019)
Ø
ბიბლიოთეკის
წიგნის კითხვა ბავშვის მიერ და წაკითხულის გააზრების შეფასება. (6.11.2019)
Ø
სალექსიკონო
მუშაობა. (7.11.2019)
Ø
მხატვრული
ნაწარმოების დისკით მოსმენა გამომეტყველებითი კითხვის ნიმუშის ჩვენება. (8.11.2019)
Ø
ენის
გასატეხებზე მუშაობა. (11.11.2019)
Ø
აქციის
მოწყობა „შეიყვარეთ წიგნი“. (12.11.2019)
Ø
პროექტის
ამსახველი სტენდის დამზადება. (13.11.2019)
8.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
პროექტის შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდებათ სასწავლო მოტივაცია.
გაუუმჯობესდებათ დამოუკიდებლად წიგნის კითხვის უნარი.
გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
გაიფართოვებენ გონებრივ ჰორიზონტს
გამოუმუშავდებათ სხვებისთვის აზრის გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის,
დისკუსიის უნარი
შეიქმნება პროექტის მიმდინარეობის ფოტო-მასალა
შეიქმნება მოსწავლეთა, მშობელთა და საზოგადოების აქტიური
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
9.პროექტისადმი საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, წიგნები
კომპიუტერი დისკი ბუკები ფანქრები ფურცლები წებო მაკრატელი და სხვა.
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართ3 1 მონაწილეობს
ჯგუფურ აქტივობებში ადეკვატურად ირჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს
ქართ3 7 მოსწავლე იყენებს კითხვის ზოგიერთ სტრატეგიას
11.საგნებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა ხელოვნება ბუნებისმეტყველება,
ისტი
12.პროექტის ხელმძღვანელი: ნონა თოფურია
ვიმედოვნებ სკოლა გარემონტდება, აღიჭურვება დგამ-ავეჯით,
გვექნება მეტი საჭირო რესურსი მეტი მოტივაცია.
1.პროექტით დასახული ყველა მიზანი განხორციელდა.
2. აქტივობები გეგმის მიხედვით წარიმართა.
3.პროექტის შედეგად ბავშვები იყვნენ: თავდაჯერებულები,
მოტივირებული, გამოუმუშავდათ წიგნის შეგნებული კითხვის უნარი.
4.იყო ჩართულობა მშობლებისა.
5.მომავალში გავითვალისწინებ პროექტის მსვლელობის დროს
დაშვებულ ხარვეზებს პროექტში ჩავრთავ თემის ხელმძღვანელობას, ბავშებს ხელი შეუწყონ
და სკოლის ბიბლიოთეკა მოამარაგონ საბავშვო
წიგნებით.
Comments
Post a Comment