Skip to main content

სოციალური პროექტი:,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია".


სოციალური  პროექტი

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლა

პედაგოგი:   ნონა თოფურია




პროექტის  სათაური
,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.
პროექტში  მონაწილეები
    მასწავლებელი,  მოსწავლეები,  მშობლები,  მოწვეული  უბნის 
ექიმი.
კლასი
 10
რესურსი
    ფოტოები,  ფორმატის  ქაღალდები,  მარკერები,  ფოტომასალები,  კომპიუტერი.
დრო
   2  კვირა.
პროექტის  აქტუალო
ბა
    გამოცდილებამ  მიჩვენა,  რომ  მოსწავლეთა  უმეტესობას  არა  აქვს    ცოდნა,  თუ  რა დიდ  გავლენას  ახდენს  საკვები  ადამიანის  ჯანმრთელობაზე.  ჯანმრთელ  კვებას  შეუძლია
 შეამციროს  გარკვეული  დაავადებების  რისკი,  როგორებიცაა: 
გულის  დაავადებები,  სიმსუქნე,  კარიესი,  დიაბეტი,  ასევე 
შეამციროს  ზოგიერთი  სიმსივნის  განვითარების  რისკი.  ასევე  მოსწავლეებს
 არა  აქვთ  სათანადო  ცოდნა  მავნე,  სახიფათო  და  საშინელ  ჩვევებთან,  რომლებიც  აზიანებს  ადამიანის  ჯანმრთელობას,  ადამიანები  კი  მაინც  არ  ამბობენ 
უარს  მასზე (ფრჩხილების  კვნეტა,  საღეჭი  რეზინი,  გადამეტებული  ჭამა,  სიგარეტის  მოწევა,  ალკოჰოლი).  პრობლემა  აქტუალურია  და  შესაბამისად  მისი 
გადაჭრა  ყველა  შეგნებული  ადამიანის  მოვალეობა   უნდა  იყოს.
     სასკოლო  საზოგადოება,  სკოლის  მოსწავლეები 
უნდა    გახდნენ  ის  ძალა,  რომელიც  გადამწყვეტ  სიტყვას  იტყვის 
ამ  საკითხის  მოსაგვარებლად.
პროექტის  მიზანი
    ვიკვლიოთ  პრობლემა,  მისი  გამომწვევი  მიზეზები, 
მოვახდინოთ  სკოლის  მოსწავლეების  და  მშობლების  ინფორმირება,  თუ  რა  შედეგამდე  შეიძლება  მიგვიყვანოს  მავნე  ჩვევებმა.
    მოსწავლეებში  პასუხისმგებლობის  გრძნობის  განვითარება  და  ჯანსაღი  ცხოვრების  წესის  დამკვიდრება.  რაც  მთავრია  მოსწავლეებში  პროექტის  თემის  შესაბამისი  უნარების  განვითარება.
   1.  გაეცნონ  თემის  მასალებს.
   2.  გააკეთონ  ანალიზი.
   3.  გააკეთონ  პლაკატების  გამოფენა  „ჯანმრთელობის  წესები“.  თან  დაურთონ  რჩევები,  თუ  რა  არის  საჭირო  იმისთვის,  რომ  ჯანმრთელები  იყვნენ.  დაამზადონ  და  დაარიგონ  სკოლაში  ბუკლეტები,  სადაც  იქნება  ინფორმაცია  ჯანსაღი  ცხოვრების  წესზე.
    პროექტის  ერთ - ერთი  მიზანი  იქნება  შეხვედრა  უბნის  ექიმთან,  რომელიც  მოსწავლეებს  ჩაუტარებს  მინი  ლექციას  ჯანსაღ  ცხოვრების  წესზე.
საგანთა  კავშირი
1. ე.ს.გ  საზ.  მეც.  დაწყ. (1)4  ჯანსაღი  ცხოვრების  წესიც  დაცვა  (პირადი  ჰიგიენა,  ჯანსაღი  კვება,  სპორტული  აქტივობები).
2.  ბუნ.  (II) 1.  მოსწავლე  აქტიურად  მონაწილეობს 
პრაქტიკულ  აქტივობებში  და  კვლევითი  უნარ -ჩვევების  დემონსტრირებას  ახდენს.
3.  .  ბუნ.  (II) 2.  ჯანმრთელობაზე  მოქმედი  სხვადასხვა   
მავნე  ფაქტორის  შესახებ  მსჯელობს. 
მოსალოდნელი  შედეგები
    პროექტის  განხორციელებაში  ჩართული  მოსწავლეები  და 
მშობლები  გახდებიან  მეტად  ინფორმირებული  საკითხის  ირგვლივ.  მათ  მიეწოდებათ  დეტალური  ინფორმაცია  თვალსაჩინოებებით,
 თუ  რა  სიმწვავით  დგას  პრობლემა  როგორც  მოზარდების,  ისე  უფროსების  წინაშე.
     მოსწავლეები  გახდებიან  მეტად  თავდაჯერებულები  და  მათ  განუვითარდებათ  თანამშრომლობის,  პრობლემების  იდენტიფიცირების  და  მისი  გადაწყვეტის  უნარები.
    ექიმთან  შეხვედრა  მოსწავლისათვის  იქნება   ძალიან  სასარგებლო.

თარიღები.
25.10.2019
30.10.2019
1.11.2019
5.11.2019
7.11.2019
1.  დავამუშავებთ  სახელმძღვანელოში  მოცემულ  საინტერესო  და  მრავალფეროვან  ინფორმაციას  ჯანსაღი  ცხოვრების  წესზე


ü      






2.  მოვახდენთ  ამ  პრობლემის  ლოკალიზებას.  თვალსაჩინოებისთ
ვი  მოსწავლეები  შეაგროვებენ    ფოტო  მასალას,  რომელზეც  ასახულია,  თუ  რა  მდგომარეობაშია  არაჯანსაღი  ცხოვრების  წესის  მიმდევრები;  რა  დავადებები  უჩნდებათ  მათ.



ü      



3.  მოსწავლეები  შეეცდებიან  დააკონკრეტონ  მიზეზები,  თუ  რატომ  მისდევენ  ადამიანები  არაჯანსაღ  ცხოვრებას (არა  აქვთ  სათანადო  ინფორმაცია  მათი  მოქმედების  შედეგზე? არა აქვთ  გამოსავალი?.. )  ამისთვის  გამოიკითხება  მშობლები,  მოსწავლეები,  უფროსკლასელები.






ü      


4.  მოსწავლეები  გააკეთებენ  პლაკატებს  მოწოდებებით:
      „შენი  ჯანმრთელობა შენს  ხელშია“.
      „მავნე  ჩვევები  ძალიან  საშიშია,  ისინი  მალე  იმორჩილებენ 
         ადამიანს  და  მერე  ექიმების  დახმარების გარეშე  არაფერი 
         გამოვა“.
      „მავნე ჩვევებმა  ბევრი ახალგაზრდა  შეიწირა“.
      „მავნე  ჩვევებს  თქვენი  ჯანმრთელობის  დანგრევა  შეუძლიათ“.
      „გძულდეს  ისინი!  არასდროს  მოუშვა  ახლოს  და  იგივე  ურჩიე 
         სხვებსაც“.
      „ჯანმრთელობას  ვერ  იყიდი.  ჯანმრთელობა  ყველა  სიკეთეს 
        გადაწონის“.
      „არა  ალკოჰოლს!“.
      „არა  სიგარეტს!“  „უმჯობესია,  ჭამო  ცოტა  და  სასარგებლო 
   საკვები,  ვიდრე  ბევრი  და  უსარგებლო“.
        (დაამზადებენ  ბუკლეტებს).




ü      

5.   შეხვედრა  უბნის  ექიმთან.

























ü      
მოსწავლეთა  წინარე  ცოდნა
    მოსწავლეებმა  გარკვეულ  დონეზე  იციან,  თუ  რა  აქტუალურია
 ეს  პრობლემა,  რომ  არაჯანსაღი  ცხოვრების  წესს  რა  შედეგამდე  მივყავართ.  სათანადო  დონეზე  აქვთ  გათავისებული  თავიანთი  პასუხისმგებლობა,  საკუთარი  თავის,  ოჯახისა  და  საზოგადოების  წინაშე.
     აქვთ  პოსტერების,  ბუკლეტების  დამზადების  გამოცდილება    
პროექტში  მონაწილეთა  ჩართულობა
    პროექტში  მთავარი  რგოლი  მასწავლებელია,  ინიციატორები - მოსწავლეები.  პრობლემის  აქტუალობიდან  გამომდინარე  ისინი  რთავენ  მშობლებს.  მშობლები  გაუზიარებენ  მოსწავლეებს  საკუთარ  გამოცდილებას,  მისცემენ  რჩევებს,  როგორ  შეიძლება  გადაჭრას  პრობლემა.  ჩაატარებენ  გამოკითხვას.
     ასევე  ყველგან  გაიკვრება  პოსტერები  ცხოვრების  ჯანსაღი  წესის  დამკვიდრების  მოწოდებებით.  დარიგდება    ბუკლეტები. 
მოწვეული  უბნის  ექიმი  ბავშვებს  და  მშობლებს  ჩაუტარებს  მინი  ლექციას,  გაესაუბრება  ჯანსაღი  ცხოვრების  წესზე (პირად 
ჰიგიენაზე,  ჯანსაღ  კვებაზე,  მავნე  ჩვევებზე . . .)
შესაძლო  რისკები
   ნაკლები  დაინტერესება  საკითხით.
   ამ  შემთხვევაში  შევეცდებით  პრობლემა  დავსვათ  ისე,  რომ  თითოეულმა  საკუთარ  ან  სხვის  მაგალითზე  დაინახოს  მისი  სიმწვავე.  ავუხსნათ,  რომ  მავნე  ჩვევები  აზიანებს  ჩვენს  ჯანმრთელობას.  სუსნაობის  მოყვარულებს  ჭარბი  წონა 
უგროვდებათ,  ეს  კი  სხვადასხვა  დაავადებებს  იწვევს  და  გარეგნობაზეც  აისახება.  ფრჩხილების  კვნეტა  იწვევს  რბილობის  დაზიანებას  და  იქნებ  ოპერაციაც  კი  დასჭირდეს.  ფრცხილების 
ქვეშ  ხშირად  გროვდება  ჭუჭყი  და  ჭუჭყთან  ერთად  პირში  შეიძლება  მიკრობიც  მოხვდეს,  რაც  ძალიან  სახიფათოა  ჯანმრთელობისთვის.
    სიგარეტის  მოწევა  ხელს  უშლის  გულის,  ტვინის,  ფილტვების  მუშაობას.  ყველაზე  მეტად  მოწევა  მოზარდის  ორგანიზმს  ვნებს.
     ალკოჰოლი  აზიანებს  ადამიანის  ტვინისა  და  სხვა  ორგანოებს.  ადამიანს,  რომელიც  ალკოჰოლს  ჭარბად  იღებს,  უჭირს  სწრაფად 
და  ზუსტად  აზროვნება,  არის  უყურადღებო,  ვეღარ  აკონტროლებს  საკუთარ  თავს.  სწორედ  ამიტომ  დანაშაულის  დიდი  ნაწილი  ალკოჰოლის  ზემოქმედების  ქვეშ  არის  ჩადენილი.  ბავშვის  ორგანიზმისთვის  ძალიან  საშიშია  ალკოჰოლის  გამოყენება.
     მავნე  ჩვევები  ნებისმიერ  ასაკში  შეიძლება  გაჩნდეს.  ისინი  ჩვენთან  ერთად  იზრდებიან  და  იცვლებიან.  ყოველ  ჩვენგანს  აქვს  კარგი  და  ცუდი  ჩვევები,  მაგრამ  მავნე  ჩვევებს  უნდა  ვებრძოლოთ.








პროექტის  მონიტორინგი/შეფასება

ამოცანები
ინდიკატორი
გადამოწმების
წყაროები
პლაკატები
ბუკლეტები
მოსწავლეებმა  შექმნეს  რესურსი,  რომელზედაც  გააკეთეს  შესაბამისი  ნახატები,  მათი  დახმარებით  თქვეს  სათქმელი  ყველასთვის  გასაგებად.
  სკოლის  შენობა,
მიმდებარე  ტერიტორია,
უბანი.
შეხვედრა  მშობლებთან,
უბნის  ექიმთან
    მოსწავლეს  შეუძლია  კითხვა - პასუხის  მეშვეობით  განსაზღვროს  საერთო  დამოკიდებულება  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.
კითხვარის
ბეჭდური  ვერსია.
პროექტის  შეფასება
მოსწავლეს  შეუძლია  აღმოაჩინოს  პრობლემა.
     თავისუფლად  მსჯელობს  პროექტის  ღირებულებაზე.  აფიქსირებს  პოზიციას.
     მოსწავლე  აქტიურად  არის  ჩართული  პროექტის  აქტივობებში.
შეფასების  რუბრიკები.





პროექტის  მიმდინარეობის  მონიტორინგის  ცხრილი



კრიტერიუმი
დიახ
არა

მოსწავლეებმა  მოიძიეს  და  დაამუშავეს  ინფორმაცია.

შექმნეს  პოსტერები.

გააკეთეს  ბუკლეტები.

ექიმის  ჩართულობა.

მშობლების  ჩართულობა.

მოსწავლეების  აქტიური  ჩართულობა


+

+

+

+

+

+






პროექტის  შეფასების  კრიტერიუმები.



1.  მოხდა  თუ  არა  დასახული  მიზნების  მიღწევა?

2.  რომელი  აქტივობები  ვერ  განხორციელდა  და  რატომ?

3.  რომელ  კომპონენტში  იყო  პროექტი  წარმატებული?

4.  რა  სარგებელი  მიიღეს  პროექტის  მონაწილეებმა?

5.  განხორციელდა  თუ  არა  ყველა  აქტივობა,  ხომ  არ  მომხდარა  მოდიფიცირება?

6.  მომავალში  მეტი  ყურადღება  რას  მივაქციო?










Comments

Popular posts from this blog

სოციალური პროექტის,,არა ბულინგს"- სურათები და მოკლე დახასიათება.

       სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში   განხორციელდა სოციალური პროექტი ,,არა ბულინგს“. პროექტი ჩატარდა 14.10.2019 დან 28.10.2019-მდე მე-3 კლასში. პროექტს   ხელმძღვანელობდა   ნონა თოფურია.         უძველესი დროიდან დღემდე მთელ მსოფლიოში და   საქართველოშიც ბულინგი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ბულინგის ფორმები,როგორც სკოლის მოსწავლეებთან და თინეიჯერებთან, ასევე მოზრდილ ადამიანებშიც გვხვდება.მისი მსხვერპლი კი ძირითადად, ბეჯითი   მოსწავლე ან ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები.ჩვენს გარშემო ხშირია ბულინგი,რომელიც ითხოვს ყურადღებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის აღმოსაფხვრელად.

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში მე -8,მე-9 შეხვედრა.

            მე-8 საწრეო მუშაობის თემაა: ,,ორგანიზმების განვითარება". ბავშვებმა გაიღრმავეს ცოდნა ორგანიზმების განვითარების შესახებ, გაეცვნენ  ილუსტრაციის დახმარებით პეპლის  ზრდა -განვითარებას მე-9 საწრეო მუშაობის თემა: ,,საარსებო გარემო" ბავშვებმა ჩამოთვალეს საარსებო გარემო, რომელიც ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და ამ საარსებო გარემოში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები დაახასიათეს.