სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლაში განხორციელდა სოციალური პროექტი ,,არა ბულინგს“. პროექტი ჩატარდა 14.10.2019 დან 28.10.2019-მდე მე-3 კლასში. პროექტს ხელმძღვანელობდა ნონა თოფურია. უძველესი დროიდან დღემდე მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ბულინგი უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ბულინგის ფორმები,როგორც სკოლის მოსწავლეებთან და თინეიჯერებთან, ასევე მოზრდილ ადამიანებშიც გვხვდება.მისი მსხვერპლი კი ძირითადად, ბეჯითი მოსწავლე ან ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები.ჩვენს გარშემო ხშირია ბულინგი,რომელიც ითხოვს ყურადღებას და საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას პრობლემის აღმოსაფხვრელად.
Comments
Post a Comment